რუსეთი უკრაინელ ბავშვებს ჩრდილოეთ კორეის ბანაკებში გადაჰყავს

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გატაცებულ ბავშვებს ჩრდილოთ კორეაში „ხელახალი განათლების“ ბანაკებში აგზავნის -ამის შესახებ აშშ-ის სენატის სხდომაზე იურისტმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, ეკატერინა რაშევსკაიამ განაცხადა.
„ჩემმა ორგანიზაციამ აღწერა 165 „ხელახალი განათლების ბანაკი“, სადაც უკრაინელ ბავშვებს ასამხედროებენ და არუსებენ. ეს ბანაკები არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთში, ბელარუსში და ჩრდილოეთ კორეაში. ამ ფოტოში თქვენ ხედავთ 12 წლის მიშას ოკუპირებული დონეცკიდან, ამ ფოტოზე კი 16 წლის ლიზას, ოკუპირებული ზიმფეროპოლიდან. ისინი გაგზავნეს სონდოვონის ბანაკში ჩრდილოეთ კორეაში, 9 000 კილომეტრის მოშორებით სახლიდან. ამ ბანაკებში ბავშვებს ასწავლეს, რომ უნდა გაანადგურონ იაპონელი სამხედროები და შეხვდნენ ჩრდილო კორეელ ვეტერანებს, რომლებიც 1968 წელს თავს დაესხნენ აშშ-ს ხომალდს, მოკლეს და დაჭრეს 9 ამერიკელი ჯარისკაცი. გარუსება და გასამხედროება იწვევს მძიმე ტრავმას და ლახავს ბავშვების ღირსებას. 17 წლის ასაკში ბიჭები რუსეთის არმიაში გაწვევის შესახებ შეტყობინებებს იღებენ. მათი მიზანი არის ცხადად გენოციდური, რომ უკრაინელებს ერთმანეთი დაახოცინონ!“ -თქვა მან

banner
წინა სტატიაშისულ მალე, წითელი ყელსახვევების ტარებასაც მოგვთხოვენ და არ გამორიცხოთ, რომ ამასაც “რეფორმის მანტიაში” შეფუთულს მოგვართმევენ!
შემდეგი სტატია“გაყინული რუსული აქტივები არა შეერთებულ შტატებს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს” – გერმანიის კანცლერი