რუსეთში მასობრივი მზადება შეინიშნება უკრაინაზე მასშტაბური შეტევისთვის – შეტევა ამ საღამოსაა დაგეგმილი: ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ТУ-95МС-ისა და TU-160-ის ტიპის ბომბდამშენი, რომლებმაც დღეს დილით უკრაინის დასახლებული პუნქტებისკენ ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, „ენგელსის“ აეროდრომზე დაეშვა.
ენგელს-2-ის ავიაბაზაზე დაეშვა ასევე IL-76-ის ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავიც – სავარაუდოდ, მიმდინარეობს სტრატეგიული ბომბდამშენების ხელახლა აღჭურვა ფრთოსანი რაკეტებით, რათა დღეს საღამოსვე განახორციელონ განმეორებითი შეტევა უკრაინაზე, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე გუშინდელი.
შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად სამი მაშველი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.