უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს კირილ ბუდანოვს მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას არ განახორციელებს. ბუდანოვმა ამის შესახებ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის 9 წლის მანძილზე მან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შეფასება ისწავლა.
„მე, როგორც სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ მოხდება. რუსეთის მიმართ ჩემი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, მე ვიცი, რომ მის ხელისუფლებაში იდიოტები არ არიან“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.