რუსეთი უკრაინაში ტერაქტებს და პოლიტიკური ლიდერების მკვლელობებს ამზადებს

უკრაინის უშიშროების სამსახურის (СБУ) უფროსის ვასილი გრიცაკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ტერაქტებსა და პოლიტიკური ლიდერების მკვლელობებს ამზადებს.
უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გრიცაკი აცხადებს, რომ რუსულმა ,,ფე-ეს-ბე,,-მ უკვე გააგზავნა დივერსიული ჯგუფები, ტერაქტების მოსაწყობად და პოლიტიკური ლიდერების გასანადგურებლად.


,,მათი მთვარი მიზანია ინფრასტრუქტურაზე და სტრატეგიულად სასიცოცხლო ობიექტებზე ტერაქტების მოწყობა და გარკვეული პოლიტიკური ლიდეების მოკლვა. როგორც წესი, მათი სამიზნეები უნდა იყვნენე გამორჩეული პიროვნებები, მიუხედავად იმისა, ოპოზიციონერები იქნებიან თუ ხელისუფლების წევრები. ისეთები, რომელთა მკვლელობა გამოიწვევს რეზონანს და მოუტანს რუსეთს გარკვეულ შედეგებს,, აცხადებს უკრაინის უშიშროების უფროსი.
გრიცაკის განცხადებით, უკრაინის უშიშროებამ რამდენიმე ტერაქტი უკვე აღკვეთა და გასული ივლისის თვეში, ხარკოვში რუსული დივერსიული ჯგუფის ორგანიზატორ-შემსრულებელიც კი დააკავა, რომელთაც დავალებული ჰქონდათ უკრაინის რამდენიმე საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის მოკვლა.

banner
წინა სტატიაშიბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
შემდეგი სტატიაასადის რეჟიმმა ოპოზიციის წინააღმდეგ მომწამვლელი გაზი გამოიყენა