რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით კომბინირებულ თავდასხმას ახორციელებს.

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიარუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა