რუსეთი უკრაინას მედვეჩუკის ბრიტანეთის 2 მოქალაქეზე გაცვლას სთავაზობს

რუსეთმა უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ქვეყნის ღალატში ბრალდებული ვიქტორ მედვეჩუკის ბრიტანეთის 2 მოქალაქეზე გაცვლა შესთავაზა.
ვიდეომიმართვაში მედვედჩუკის მეუღლემ ოქსანა მარჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინას მისი ქმარი ბრიტანეთის 2 მოქალაქეში გაუცვალოს, რომლებიც მარიუპოლში უკრაინისთვის იბრძოდნენ და რუსებმა ტყვედ აიყვანეს.

მარჩენკომ დატყვევებული ბრიტანელების ნათესავებს სთხოვა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს დაუკავშირდნენ, რათა „ზეგავლენა მოახდინონ უკრაინის ხელმძღვანელობაზე და მიაღწიონ ეიდენისა და შონის გათავისუფლებას“.

მარჩენკოს მიმართვის გამოქვეყნებიდან მალევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ბრიტანეთისგან მედვეჩუკის მეუღლის თხოვნაზე სწრაფ პასუხს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშირუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაღუპულები და დაშვებულები
შემდეგი სტატიაგაერო-ს ცნობით, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა