რუსეთი უკრაინას ბელგოროდის ოლქის მახლობლად მდებარე სოფლის დაბომბვაში ადანაშაულებს

„ბელგოროდის მახლობლად მდებარე სოფელი სპოდარიუშინო უკრაინიდან დაბომბეს“, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.

„სოფელი სპოდარიუშინო დაიბომბა უკრაინის მიერ. მშვიდობიან მოსახლეობაში დაშავებულები და მსხვერპლი არ ყოფილა. საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები არ დაზიანებულა“, – განაცხადა გლადკოვმა.

მისივე თქმით, სპოდარიუშენოს მოსახლეობა დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

დღესვე რუსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ბრაიანსკის ოლქში მდებარე სოფელი კლიმოვო დაბომბეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ დაბომბვისას შვიდი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინულ მხარეს რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიბუჩას მოვლენებმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე უარყოფითად იმოქმედა – ჩავუშოღლუ
შემდეგი სტატიარუსეთს ლიფტებისა და ამწეების მწარმოებელი კომპანიაც ტოვებს