25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

რუსეთი: უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსული მედია გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე შუვაევზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა­.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, დაშავდა 25 ადამიანი.

გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი ორ საცხოვრებელ კორპუსშიც გაჩნდა, რომლებიც სწრაფად ჩააქრეს.

ბელგოროდის ოლქის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაახლოებით ოცდაათი შენობა, სამი სოციალური და ექვსი კომერციული ობიექტი და ოცდაათზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა თურქეთისგან ამერიკული წარმოების შორ მანძილზე მოქმედ რაკეტას, კასეტურ საბრძოლო მასალასა და 47 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
შემდეგი სტატია“ჩვენს მიწაზე სხვები დგანან… რუსეთი – ოკუპანტია”— გიორგი კეკელიძე