რუსეთი უიმედოდ ეძებს იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია – ბლინკენი შოიგუს ჩრდ.კორეაში ვიზიტზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი ფიქრობს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში რუსეთისთვის იარაღის მიწოდების უზრუნველსაყოფად იმყოფებოდა.

“მე ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს”, – თქვა ბლინკენმა.

banner
წინა სტატიაშიგახარია – „ოცნებამ” საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა
შემდეგი სტატიაკუპრაძე – დღეის მდგომარეობით, ისევ დაუსჯელები რჩებიან მთავარი მოქმედი პირები, რომლებმაც გააყალბეს როინ შავაძის საქმე