რუსეთი უგულებელყოფს 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკრაინელთა პოზიციებზე შეტევას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განუცხადა დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ზემოჩამოთვლილმა მხარეებმა და უკრაინამ მოქმედების სტრატეგია ამ კვირას შეათანხმეს, რომელიც გადამწყვეტი უნდა გახდეს “მშვიდობაზე პასუხისმგებლობისთვის”. ეს სტრატეგია გულისხმობს სანქციების შემოღებას რუსეთის საბანკო სექტორის – ცენტრობანკისა და რუსული ენერგეტიკის წინააღმდეგ.
ასევე შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხუთშაბათს პირადად ელოდება თურქეთში ვლადიმირ პუტინს, პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.