რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას-უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის

რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების და სხვების წინააღმდეგ, სია გრძელია – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის, – ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების კონცენტრაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წარსული ქმედებების გათვალისწინებით, აშშ სკეპტიკურად უდგება რუსეთის განცხადებებს იმის შესახებ, რომ უკრაინასთან მობილიზებული ძალები წვრთნებში მონაწილეობენ.

„ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსული ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები. რუსეთს კონცენტრირებული ჰყავს ათასობით, თითქმის ასი ათასი სამხედრო უკრაინის საზღვარზე და მათ ეს შედარებით მოკლე დროში გააკეთეს. რა თქმა უნდა, სწორედ რუსეთი იყო, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, გააჩაღა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს იქ კონფლიქტის გაღვივებას. სწორედ რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია, ალბათ, ყველას ჩამოთვლის დრო არ მექნება, თუმცა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის. სწორედ რუსეთი ერეოდა წლების განმავლობაში დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის საკუთარში. მათ საკუთარ საზღვრებს გარეთ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, ხელმძღვანელობდნენ კიბერთავდასხმებს, იყენებდნენ ენერგორესურსებს როგორც იარაღს. ამიტომ, გვაპატიეთ და გაიგეთ ჩვენი სკეპტიციზმი, როდესაც ჩვენ გვესმის რუსეთისგან, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: ამ ქვეყანას რუსულ ურდოს არ დავუთმობთ!
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გარდაიცვალა