რუსეთი ტრაბახობდა, რომ ჰყავს „მსოფლიოს მეორე არმია“, ვნახეთ, რომ С-400 ისე იჭერს რაკეტებს, როგორც რუსი ფეხბურთელები იჭერენ ბურთებს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, რუსეთს სურდა, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ჰყავს „მსოფლიოს მეორე არმია“, თუმცა ყველამ დაინახა, რომ სინამდვილეში, ისინი არიან ტერორისტები.

„რუსეთს სურდა, დაემტკიცებინა, რომ ჰყავს „მსოფლიოს მეორე არმია“, ყველამ დაინახა: მარაუდების, ტერორისტებისა და მოძალადეების არმია. რუსეთი ტრაბახობდა, რომ მას აქვს ძლიერი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი, ყველამ ნახა: ცნობილი С-400 ისე იჭერს რაკეტებს, როგორც რუსი ფეხბურთელები იჭერენ ბურთებს. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვით მიდის, არა?“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

წინა სტატიაშიევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიააზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდი ეპიდსიტუაციაა და შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს