რუსეთი ,,თურქული ნაკადის,, არეალის გასაფართოებლად გარანტიებს ითხოვს

ევროპის ბიზნეს ასოციაციის (AEB) წარმომადგენლებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი  ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი საჭირო გარანტიებს მისცემს მოსკოვს, მაშინ, “თურქული ნაკადის“ სახელწოდების ბუნებრივი გაზის მაგისტრალი შეიძლება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც გაიყვანონ.

 

“თურქული ნაკადის“ მეორე არხის ევროკავშირის ტერიტორიაზე გაგრძელება, სრულიად დააკმაყოფილებს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მზარდ მოთხოვნებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას დიდი ინტერესი აქვს ამ მაგისტრალისადმი და ჩვენ მზად ვართ იგი სხვა ქვეყნების მიმართულებითაც გავაგრძელოთ, ოღონდ, წარსულის გამოცდილება გვაიძულებს, რომ ბრიუსელისგან მყარი გარანტიების აუღებლად სხვა ქვეყნებში არ დავიწყოთ ახალი მილსადენების გაყვანა“, განაცხადა ლავროვმა.

თურქული ნაკადის მაგისტრალი რუსეთში იღებს სტარტს და შავი ზღვის ფსკერზე გავლით თურქეთის ტერიტორიაზე შედის, აქედან კი სამხრეთ ევროპაში.

ამ მაგისტრალით თურქეთი წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიიღებს და აქედან ნახევარს თავისი მოსახლეობისათვის მოიხმარს, ნახევარი კი ევროპის ქვეყნებში გავა.

banner
წინა სტატიაშიარსენ ავაკოვი: “კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ ეს არ გამოგივათ!”
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ | ვიდეო|