რუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

რუსეთი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას გააუქმებს – ამის შეასხებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
კანონი 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

ჯერჯერობით უცნობია სხვა სანქციების შესახებ, რომელსაც რუსეთი თურქეთს დაუწესებს.
რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განკარგულების თანახმად, სანქციების შესახებ საკუთარი წინადადებები ხვალ უნდა წარმოადგინოს მინისტრთა კაბინეტმა.

რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობა რუსული ავიაგამანადგურებლის სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა რუსეთს ურჩია “ცეცხლთან არ ითამაშოს”
შემდეგი სტატიამმართველი გუნდი ახალ მთავარ პროკურორზე დიდ იმედებს ამყარებს