რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით წყვეტს

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა 15 აპრილს ამოქმედდება და 1 ივნისამდე დარჩება ძალაში.

”მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთის საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის აეროპორტებში, და პირიქით, რეგულარული და ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ 15 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით, გარდა იმ ფრენებისა, რომლებიც აუცილებელია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში კომპანია Concern Titan-2-ისმონაწილეობისთვის და თურქეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ჩამოსაყვანად,”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა და აღნიშნა, რომ მოსკოვიდან სტამბოლამდე და სტამბოლიდან მოსკოვამდე კვირაში მხოლოდ ორი რეისი დაიშვება.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ზელენსკი – უკრაინა რუსეთის შემოჭრისთვის მზადაა
შემდეგი სტატიამელია – ნიკას გათავისუფლების მოლოდინი მაქვს