რუსეთი თურქ მეთევზეებს შავი ზღვის მარაგის გაუფრთხილებლობაში სდებს ბრალს

აზოვი-შავი ზღვის რეგიონში ქაფშიას (ე.წ.ხამსა) მარაგის შემცირება თურქული ფლოტის მიერ 2014-2015 წლებში უზარმაზარი რაოდენობით თევზჭერის გამო მოხდა – რუსეთის თევზჭერის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვასილი სოკოლოვმა თქვა – “სპუტნიკ-აფხაზეთი” წერს. “თურქულმა ფლოტმა სერიოზულად შეამცირა მარაგი” – თქვა მან. სოკოლოვის ინფორმაციით, აფხაზეთში ყოველ წელს 56-60 ტონა ქაფშიის დაჭერა ხდებოდა. მიმდინარე წელს კი აფხაზეთში 23 ტონა ქაფშია დაიჭირეს, გასულ წელს – 29,6 ტონა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება ლუგარის ლაბორატორიასა და ექსპერტების სტუმრობაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადაურ კოვე: ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქართული მხარის ნატოსკენ სწრაფვით