რუსეთი – თუ დივერსიის მცდელობები გაგრძელდება, კიევში გადაწყვეტილების ცენტრებს დავარტყამთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ტეროტირიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დივერსიები და თავდასხმის მცდელობები შეინიშნება.

სამინისტროს თქმით, თუ ასეთი ინციტენდები გაგრძელდება, რუსეთი თავდასხმას პირდაპირ კიევზე მიიტანს.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხედავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დივერსიისა და თავდასხმის მცდელობებს. თუ ასეთი ინციდენტები გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც, რისგანაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯერჯერობით თავს იკავებენ”. – წერია განცხადებაში

წინა სტატიაში“გულგრილები არ ვიქნებით” – აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სანქციების მიმართ “ნეიტრალურ ქვეყნებს” აფრთხილებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 237 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი