რუსეთი თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ ნათლად ავლენს – კულება კიევზე შეტევაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე მიტანილ საჰაერო იერიშს სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივნისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს შეტევით, რუსეთი თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ, კიდევ ერთხელ ნათლად ავლენს.

„რუსეთმა გაეროს გენერალური მდივნისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, საკრუიზო რაკეტებით კიევს დაარტყა. ამ საზარელი ბარბაროსული აქტით რუსეთი თავის დამოკიდებულებას უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს მიმართ, კიდევ ერთხელ ავლენს“, – წერს დმიტრო კულება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტის სიტყვების მიუხედავად, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორია რუსული არმიის ბარბაროსული დაბომბვის ქვეშაა – ზელენსკი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა, ამერიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებას, რომ ნატო-ს გაფართოება პუტინის პროვოცირებას ახდენს, ღიმილისმომგვრელი უწოდა