რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადონ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ – ზელენსკი

“ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით დონბასსა და ხარკოვში, სადაც მტერი გარკვეული წარმატების მიღწევას ცდილობს. ოკუპანტების სამიზნე ლისიჩანსკი, სევეროდონეცკი, ბახმუტი, პოპასნა და სხვა დიდი ქალაქებია. ჩვენი მცველები მედგრად დგანან. ყოველდღე ვცდილობთ ჩვენი არმიის გაძლიერებას. ვცდილობთ, იარაღით აქტიურად მოვამარაგოთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს პარტნიორებზე და მათ დახმარებაზე… მტერმა ნიკოლაევში დასახლებული პუნქტი დაბომბა, სადაც საბავშვო ბაღი იყო. ერთი დაიღუპა, 7 დაიჭრა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია… რუსეთის ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადონ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აუცილებლად მოხდეს. მტერს დაბლოკილი აქვს ხერსონის ოლქი და ადამიანებს გამოსვლის უფლებას არ აძლევენ, ტყვედ ჰყავთ აყვანილი. უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს. ეს გარდაუვალია.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშილუგანსკში მძიმე ბრძოლებია, მტერი მასიურად ბომბავს დასახლებებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს – გაიდაი
შემდეგი სტატიაგერმანიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მინიმუმამდე დაიყვანა – შოლცმა მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი თქვა