21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

რუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სომხეთიდან კურკოვანი კულტურებისა (ალუბალი, ბალი, გარგარი, ქლიავი, ატამი) და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები ძალაში ხვალიდან შევა.

უწყების ცნობით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი ხილის იმპორტისას დაფიქსირებული დარღვევებია: „რუსეთში სომხური ხილის იმპორტისას დარღვევების გახშირებულ შემთხვევები ფიქსირდება“

მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 მაისიდან 30 მაისიდან რუსეთში სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შეტანაზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: შესაძლოა “ქართული ოცნების” მთავრობამ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდამსხმელი პოლიციელები კიდევ დააკავოს, რათა დასავლეთს დაანახოს, რომ ისინი ამ დანაშაულებს იძებენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მიუხედავად ცილისწამებისა, დედაქალაქის მერია წლებია, რჩება ქვეყანაში ერთ-ერთ უწყებად, რომელიც გამჭვირვალედ მუშაობს