რუსეთი სლოვაკეთს “სპუტნიკ V”-ის დაბრუნებას სთხოვს

რუსეთი სლოვაკეთს

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა სლოვაკეთს “კონტრაქტის დარღვევის” გამო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის დაბრუნება მოსთხოვა, – ამის შესახებ განცხადება ვაქცინა “სპუტნიკის” ოფიციალურ “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.

კონტრაქტის დარღვევად დასახელებულია ის, რომ სლოვაკეთის წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტმა (ŠÚKL/SIDC) ვაქცინის ლაბორატორიაში კვლევა დაიწყო. ლაბორატორიას კი რუსული მხარე ბრალს სდებს იმაში, რომ ის ვაქცინის შესახებ დეზონფორმაციას ავრცელებს.

რამდენიმე ხნის წინ ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა, რომ სლოვაკეთის წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტმა ქვეყანაში შეტანილი რუსული ვაქცინა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ვაქცინას არ გააჩნია იმის იდენტური შემადგენლობა, როგორიც სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

სლოვაკეთში რუსული “სპუტნიკის” 2 მილიონი დოზის შესყიდვის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ თორია: აბაშის სოფელ მარანსა და ტყვირში მასიური ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამოიჯარეთათვის სახნავი და სათიბი მიწების შესყიდვაზე შეზღუდვები იხსნება