რუსეთი სირიის ინციდენტის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეკრებას ითხოვს

14408830_643196852507172_716393306_nრუსეთის საგარეო უწყების წარმოადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, სირიაში კოალიციური ძალების მიერ სამთავრობო სამხედრო ძალების ბაზის დაბომბვის გამო, რუსეთი გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებას ითხოვს…
,,გაერო-ში რუსეთის მუდმივმოქმედ წარმომადგენელს უკვე მიეცა დავალება, ზემოხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო მოწვევის თაობაზე,, განაცხადა ზახაროვამ ,,როსია-24,,-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს დეირ ეზ-ზორის აეროპორტთან ახლოს მდებარე სირიის სამთავრობო ძალების სამხედრო ბაზაზე თავდასხმა, ერაყის მხრიდან შემოფრენილი, აშშ-ს მიერ მართული კოალიციის ორი ,,F-16,, და ორი ,,A-10,,-ს ტიპის თვითმფრინავებიდან განხორციელდა… დაბომბვას მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა. სირიის სამთავრობო წყაროები ადასტურებენ სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 62 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაჭრილი სამხედროს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
აღნიშნული ინციდენტი, პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეფასდა როგორც შეცდომა… სადაც კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო ბაზა ,,ისლამურ სახელმწიფოს,, ბანაკად მიიჩნიეს. პენტაგონის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიბელა ალანია შალვა რამიშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილით გავიდა