რუსეთი სირიაში პროვოკაციული ქიმიური შეტევის შესახებ გაეროს აფრთხილებს

რუსეთისთვის ცნობილია დაგეგმილი პროვოკაციული ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, რომელშიც შემდეგ სირიის მთავრობას დაადანაშაულებენ – ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა – რუსული “ინტერფაქსი” ავრცელებს.
“გაფრთხილებთ, რომ ჩვენ ვიცით ქიმიური პროვოკაციის მზადების შესახებ, რომ შემდეგ დამასკო დაადანაშაულონ. ჩვენ ვიცით რა შეკრებები იმართება ამ მიზნით, სად იმართება და ვინები მონაწილეობენ მასში” – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოზე.

რამდენიმე დღის წინ, 25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი განცხადება გააკეთა.
27 თებერვალს The New York Times-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ჩრდილოეთ კორეადან შემოდის.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ამერიკულ იარაღს რამდენიმე კვირაში მიიღებს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო: საქართველო შესაძლებელია ნატოში გაწევრიანდეს