რუსეთი შემდგომ ხანებში კიდევ უფრო გააძლიერებს ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებას კურსკში

ვლადიმირ პუტინმა კურსკში ათასობით რუსი და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი გადაისროლა, რათა აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც იანვარში გაიმართება, უკრაინელებისგან ოლქის დაბრუნება მოასწროს. ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთი შემდგომ ხანებში კიდევ უფრო გააძლიერებს ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენებას კურსკში უკრაინულ სამხედრო პოზიციებზე თავდასხმისთვის.

დასავლელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ პუტინი კურსკის ტერიტორიების დაბრუნებას ტრამპის ინაუგურაციამდე ეცდება იმ მიზეზით, რომ რუსეთს, პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, უპირატესობა ჰქონდეს და უკრაინის მხარის მიერ კურსკის ოლქი ბერკეტად არ იქნეს გამოყენებული.

უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე წლის აგვისტოში შეიჭრნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინელების მიერ აგვისტოში დაკავებული კურსკის ტერიტორიების ნახევარი უკვე დაიბრუნა, ოლქში არ წყდება რუსი და, ამასთანავე, ჩრდილოკორეელებისგან შემდგარი ბატალიონების გადასროლა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კურსკში დაახლოებით 12,000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი იბრძვის. ოქტომბერში გავრცელებული ცნობებით, რუსეთმა ოლქში დამატებით 50,000 რუსი სამხედროც გადაისროლა.

banner
წინა სტატიაშიჟიგიმანტას პავილიონისი – არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში მისი გაწევრიანება, თქვენს ხელშია – თბილისში ახლავე ჩამოდით!
შემდეგი სტატიაბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაემორჩილონ პროვოკაციებს