25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

რუსეთი: შეიარაღებული ძალები უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება

რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მასობრივი თავდასხმებისთვის ემზადებიან, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასობრივი დარტყმების მომზადება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსზე თავდასხმების საპასუხოდ“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, რუსულმა არმიამ წუხელ იერიში მიიტანა აზბესტ-ცემენტის ქარხანაზე, რომლის საწყობებშიც განთავსებული იყო კომპანია უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი საბრძოლო მასალების მწარმოებელი კომპანია „ჭკვიანი საბრძოლო მასალების“ ასაფეთქებელი ნივთიერებები.

banner
წინა სტატიაშიდაურ ბუავას საქმის ადვოკატი: მას წარსულში თბილისში თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რა დროსაც მას მოღალატე უწოდეს
შემდეგი სტატიამოჯტაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს, „ნამდვილი მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა