რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები იმ მოქალაქეების ქონების კონფისკაციის შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ ან ქვეყნის პირველ პირებს შეურაცხყოფენ. ახალი რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ — სახელმწიფო დუმამ, აღნიშნული კანონპროექტი მიმდინარე წლის 26 მაისს დაამტკიცა.
სიაში ასევე შედის „სსრკ-ისა და ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროდ გათანაბრება“. ქონების ჩამორთმევა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფოს მეთაურისა და თანამდებობის პირების შეურაცხყოფამ, არმიის „დისკრედიტაციამ“ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებმა.

















