რუსეთი სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს შემოდგომაზე ციმბირში განათავსებს

რუსეთი სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბირთვულ რაკეტებს შემოდგომაზე ციმბირში განათავსებს. ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგოზინის თქმით, რაკეტები თანმხლებ ქვედანაყოფთან ერთად ციმბირში, კრასნოიარსკის ოლქში განთავსდებიან (მოსკოვიდან 3 000 კმ).

სარმატის ტიპის ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია იერიში მიიტანოს ათასობით კილომეტრით მოშორებულ სამიზნეებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

როგოზინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ “სუპერ იარაღის” გამოცდა ისტორიული მოვლენა იყო, რომელიც მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში რუსი ხალხის შვილებისა და შვილიშვილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სარმატის ტიპის ბალისტიკური რაკეტა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 აპრილს გამოცადა.

banner
წინა სტატიაში2015 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებმა ემბარგოს გვერდის ავლით რუსეთს ასობით მილიონი ევროს იარაღი მიჰყიდეს – The Telegraph
შემდეგი სტატიამარიუპოლიდან ევაკუაცია ჩაიშალა, რუსებმა 200-მდე ადამიანი გაიტაცეს – მერის მრჩეველი