რუსეთი სარაკეტო შეთანხმებიდან გადის

რუსეთი სარკისებრ პასუხად ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გადის – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა. “ჩვენ შემდეგნაირად მოვიქცევით. ჩვენი პასუხი სარკისებრი იქნება. ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს იმაზე, რომ ისინი შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტენ და ჩვენც შევწყვეტთ” – განაცხადა პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე. ასევე, პუტინმა, ორივე უწყებას სთხოვა აშშ-სთან შეიარაღების თაობაზე მოლაპარაკებების ინიცირება არ მოახდინონ და დაამატა, რომ რუსეთის ყველა წინადადება ძალაში რჩება – “ბიბისი” წერს.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთთან შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით ახალი სარაკეტო შეთანხმების დადება სურს – Reuters-ი წერს. “იმედი მაქვს შევძლებთ დიდ და ლამაზ ოთახში შევიკრიბოთ და ახალი შეთანხმება დავდოთ, რომელიც ბევრად უკეთესი იქნება. ცხადია, მე ასე ვისურვებდი” – ტრამპმა თქვა.
ადრე ამერიკელმა ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი მშვენიერი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეძლებენ. მისი თქმით, ვაშინგტონი მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, რომ სარაკეტო შეიარაღების რეგულაციებში შეთანხმებას მიაღწიონ.

1 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა.
შეთანხმება 30 წელზე მეტი ხანი მოქმედებდა. ის 1987 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის გაფორმდა.
საშუალო და ახლო მანძილის რაკეტები მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგანაც მიზნამდე მისასვლელად რამდენიმე წუთი სჭირდებათ ისე, რომ მეორე მხარეს თავის დაცვის საშუალებას არ უტოვებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: მადლობს ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან სწრაფი რეაგირებისთვის
შემდეგი სტატიარატომ იპარავენ იაპონელი პენსიონერები და რატომ სურთ მათ ციხეში ყოფნა