რუსეთი საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების გამარტივებას გეგმავს

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების კიდევ უფრო გამარტივებას გეგმავს.

მისი თქმით, ამ თემაზე გრიგორი კარასინისგან კონკრეტული წინადადებებიც მოისმინა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

“სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მათგან მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა მოხდეს სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივება. სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ არის, მაგრამ თუ გამარტივდება, იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი”, – განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ