3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუსეთი საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას განიხილავს

რუსეთი საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს,_ ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე პრემიერმა ალექსი ოვერჩუკმა გააკეთა.

“მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა გაწყვეტილი გზის აღდგენაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რკინიგზის აღდგენა,” – თქვა ოვერჩუკმა.

ოვერჩუკის თქმით, ამ მიმართულების აღდგენა მნიშვნელოვანია “კავკასიაში სატრანსპორტო-ლოგისტიკური სტაბილურობის დიდი ამოცანის გადასაჭრელად”.

როგორც ოვერჩუკი აცხადებს, მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხთა სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება.

“ვიმედოვნებთ რეგიონის ყველა სახელმწიფოს კონსტრუქციულობაზე ამ მნიშვნელოვანი საერთო ამოცანის გადასაჭრელად,” – თქვა ოვერჩუკმა.

banner
წინა სტატიაში“ილიაუნის დანგრევა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტრაგედია იქნება საქართველოსთვის!”-კონსტანტინე თოფურია
შემდეგი სტატიააშშ უნგრეთთან და სლოვაკეთთან რუსული ენერგომატარებლების შეძენის შეწყვეტის საკითხს განიხილავს