რუსეთი საქართველოს საქმეებში ჩარევის ახალ გეგმას აწყობს – აზერბაიჯანი სატყუარა გახდა

KREMLI-MOSKOVIაზერბაიჯანული ინტერნეტ გამოცემა http://minval.az კავკასიის რეგიონში შექმნილ სიტუაციის შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ქვევით გთავაზობთ სრულად.

ამ დღეებში ქართულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტიმა გიორგი მარგველაშვილმა, პანკისის ხეობა მოინახულა, სადაც ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ და რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “ისლამური სახელმწიფოს ბუდე” უწოდა.
ინფორმაციის ყველაზე მთავარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქ აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებთან ერთად გაემგზავრა.

“მე თქვენი აზრი და ხედვა მაინტერესებს, თქვენთან მინდა საუბარი მომავლის შესახებ, იმაზე ეს ლამაზი ხეობა როგორ გავხადოთ უფრო მიმზიდველი თქვენთვის ” – აღნიშნა მარგველაშვილმა ადგოლობრივებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე მოსკოვი პირდაპირ თუ ირიბად ტერორიზმის თემას ანახლებს, რომელსაც თითქოს ადგილი აქვს საქართველოში.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, პანკისის ხეობა კონტროლ ქვეშ არის.
ამდაგვარად, მოსკოვი, რომელსაც სერიოზული წარმატებები არ ჰქონია უკანასკნელი 4 თვის მანძილზე ბაშარ ასადის რეჟიმის მთავარ მტერთან, ისლამურ სახელმწიფოსთან, განაგრძობს განცხადებას, რომ პანკისი “ტერორისტების ბუდეა”. ეს განცხადება განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საქართველოსა და “გაზპრომის” მოლაპარაკებების ფონზე.

AZER

ცხადია, ამ განცხადებით რუსეთი წინმიმართულ და მუხანათ გეგმებს აწყობს. სავარაუდოდ, ეს იმასთანაც არის კავშირში, რომ პანკისი ჩეჩნეთს ესაზღვრება, ასევე იმასთან, რომ კრემლმა საქართველოს საქმეებში ჩარევის ახალი გეგმა მოიფიქრა ტერორიზმთან ბრძოლის სახით.
ცნობილია, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოს მნიშვნელობა, რომელიც გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური კუთხით აზერბაიჯანის “დასავლური კარებია” აშშ-სა და ევროკავშირისათვის იზრდება, თან, საქართველო მიუახლოვდა იმას, რომ ნატოს წევრი გახდეს.

მაგალითად, რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს ცენტრის საქართველოში გახსნას “დასავლეთის პროვოკაციული ნაბიჯი და რეგიონში ქაოსის შექმნის მცდელობა” უწოდა. გარდა ამისა, საქართველო რეგიონში დასავლეთისკენ ტრანზიტულ არტერიად რჩება, რაც ჩვენს ჩრდილოელ მეგობარს აშფოთებს.
სხვათა შორის, წლის ბოლოს ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის რკინიგზა შევა ექსპლოატაციაში, რომლის შედეგადაც, სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა რუსეთზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებას შეამცირებს, ჩინეთის ჩათვლით, მათი როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორში მნიშვნელოვანი ხდება, აზერბაიჯანის და საქართველოს ეკონომიკური შემოსავალი გაიზრდება.

ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილი აშშ-ს და ევროკავშირის პრიორიტეტულ ინტერესებში შედის, რომელიც რეგიონისკენ არის მიმართული. უპირობოდ, ამ ინტერესებმა, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხის წინაშე მყარად დადგომამ, გახადა აუცილებელი, პანკისის ხეობის სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტის და აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების მხრიდან.

ეს მოსკოვისთვის არის მესიჯი, რომ საქართველო მარტო არ არის, როგორც ეს 2008 წელს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-ს სენატის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა აშშ-ს და ნატოს პარტნიორ ქვეყნებად არიან გამოცხადებული.

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ რუსეთის ახალი აგრესიული დოქტრინა აღიარებს, რომ პუტინს უფლება აქვს ნებისმიერ მოსაზღვრე სახელმწიფოში ტერორიზმტან ბრძოლის ეგიდით შევიდეს. მსგავსი ჩარევა, ცხადია, ჩრდილოეთ კავკასიისა და აზერბაიჯანის მეზობელი ქვეყნებისთვის “მუსკულებით თამაშია”.

KADRIVI
სხვათა შორის, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინისა და კადიროვის ურთიერთობა შესაძლებელია, გაფუჭდეს, ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია კი დაიძაბოს. მსგავსი განცხადებებით გამოვიდა ცნობილი ექსპერტი , ქართული წარმომავლობის ნიკალაი სვანიძე.
მისი თქმით, კადიროვი პუტინის ვასალია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ციტატა: “კადიროვი ფარის წინ მიხტუნაობს. ფარის წინამძღვარმა წინ არავინ უნდა გაუშვას. კადიროვი კი წინამძღვარს (პუტინს- რედ) მიუთითებს ვინ არის მეგობარი, ვინ არის მტერი და მტრებს როგორ უნდა მოექცეს. მიმდინატე სიტუაციაში მთავარი საკითხია, ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია. ჩეჩნეთი – ეს დოტაციებზე არსებული რეგიონია”
ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში აქციების გაყიდვით კადიროვი აჩვენებს, თითქოს აი, ჩემს უკან რამხელა ძალაა და როგორი მხარდაჭერა მაქვს და აი, თქვენ მე როგორ გადამიხადეთ. გააგრძელეთ გადახდა. კადიროვს ორგანიზებული შეიარაღებული ძალა ყავს, რომელიც პირადად მას ექვემდებარება. ჩემი ვასალიის ვასალი ჩემი ვასალი არ არის. ანუ, ისინი მისი ერთგულები არიან და არა პუტინის. თუკი კრემლი არასწორ ნაბიჯს გადადგამს, ეს რეგიონში სიტუაციას დაძაბავს”.
შეგახსენებთ, რომ კადიროვის ცნობილმა გამოსვლამ რუს ოპოზიციონერებთან დაკავშირებით, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ აქციები არა მარტო მის წინააღმდეგ გაიმართა, არამედ, მის მხარდასაჭერადაც. ჩეჩნეთის ლიდერის მოღვაწეობის შედეგად გროზნოში და დაღესტნის რამდენიმე ქალაქში კადიროვის მხარდამჭერი გამოსვლები გაიმართა.

სხვა სიტყვებით, პუტინის მიერ “ჩეჩნური კოზირის” მხარდაჭერა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. რუსეთის მხრიდან მოვლენების მსგავსი განვითარება აზერბაიჯანს კარგს არაფერს უმზადებს. არ ღირს დავივიწყოთ, რომ რუსეთს აქვს საშუალება აზერბაიჯანის აღმოსავლეთ რეგიონში ჩაერიოს, სადაც გავრცელებულია ისლამის არატრადიციული რადიკალური მიმდინარეობები. რამდენიმე ინფორმაციის თანახმად, ამ რეგიონის მაცხოვრებლებს დიდი ხანია უკვე გადასცეს რუსული პასპორტები.

TBILISI

 

დიდი ხანია კრემლი ეძებს საშუალებებს და მიზეზებს მთიან ყარაბაღში საკუთარი სამხედრო კონტიგენტი განათავსოს მშვობისმყოფელების ეგიდით, მოწოდებას აკეთებს “სომხური კოზირით” სარგებლობისკენ, ეძებს გზებს ოფიციალური ბაქო გადაიბიროს. რუსი მშვიდობისმყოფებლების მთიან ყარაბახში განთავსება ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან რეგიონი მოსკოვის დაქვემდებარებაში გადავა. მთელმა მსოფლიომ დაინახა 2008 წელს “ხუთდღიანი ომის” დროს როგორ ძალით მიიერთა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთმა.
არის დამამშვიდებელი მომენტიც – რუსეთი უკვე ისეთი ძლიერი არ არის, ისეთი ეკონომიკურად ყოვლისმყოფელი, როგორც ეს 2008 წელს იყო, და მის წინააღმდეგ ეფექტური საერთაშორისო სანქციები მოქმედებენ. მეორეს მხრივ, დასავლეთმა “ხუთდღიანი ომიდან” გაკვეთილი მიიღო. ამასთანავე, ყირიმის ანექსია და დიპლომატების მზრიდან პანკისის ხეობის ვიზიტი, ამ აზრს აძლიერებენ.
როგორ განვითარდება სიტუაცია რეგიონში და მის ირგვლივ, პუტინის პრაგმატულ გადაწყვეტილებაზე ბევრად არის დამოკიდებული, რომელიც სანქციების სიმძიმეს ძლიერად განიცდის.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:”სატელევიზიო მედია გადანაწილების უკან დგას შუშის სასახლის მთავარი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით დღეს მიმართავს