რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულად გააკონტროლებს – «Небо-М»

news
ავტ.: news იანვარი 20, 2017 11:21

რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულად გააკონტროლებს – «Небо-М»

რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე, “ნებო-M”-ს ტიპის რადიოლოკაციური კომპლექსები განათავსა – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ულტრათანამედროვე რადიოლოკაციური კომპლექსი რუს სამხედროებს თურქეთის, ერაყის, ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს. რუსი სამხედრო ექსპერტის, ევგენი დამანცევის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა იმ საფრთხეების გათვალისწინებით მიიღო, რომელიც მას ამიერკავკასიის რეგიონში ემუქრება.”ამ მიმართულებით შეინიშნება თურქეთში დისლოცირებული ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური და სტრატეგიული სადაზვერვო ავიაციის მაღალი აქტივობა. ასევე გახშირდა თურქული არმიის წვრთნები ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისიტიკური “ილდირიმის” კლასის რაკეტების გამოყენებით.”გარდა ამისა, საქართველოს მხრიდანაც სულ უფრო მზარდია საშიშროება, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს გაერთიანებული დანაყოფის მსხვილი კონტინგენტის განთავსების გეგმებს უკავშირდება. მათ შეიარაღებაში Patriot Pac 3″ ან Samp-T ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც იქნება”, – აღნიშნავს ევგენი დამანცევი.

წყარო ”რეზონანსი”

news
ავტ.: news იანვარი 20, 2017 11:21

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics