რუსეთი საქართველოს პრემიერს სიცრუეში ამხელს

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება, რომ თიქოსდა რუსეთმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში დახმარების სურვილი გამოთქვა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, უბრალოდ სიცრუეა და ფაქტის არასწორი კონსტატაცია.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, ოფიციალურმა თბილისმა თავად სთხოვა რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება.

კითხვაზე: როგორ კომენტარს გააკეთებდით ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მედიაში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თითქოსდა რუსეთი კავშირშია საქართველოს ტყეებში გაჩენილ ხანძარზე?

მარია ზახაროვა პასუხობს: ამ სეზონზე, რუსი მაშველების დატვირთვა დიდია მთელს რეგიონში (ახლახან მათ მონაწილეობა მიიღეს სომხეთის ტყეებში გაჩენილ დიდ ხანძარში და აგრძელებენ ბრძოლას ვოლგოგრადის ოლქში სტეპის ხანძარზე). მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ თბილისის თხოვნას, დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. ამ მიზნისთვის ჩვენ გამოვყავით რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76. თუმცა, შემდეგ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია.. და რომ ჩვენს დახმარებას არ საჭიროებდნენ.

ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობლებს, რომ მალე მოახდინონ ხანძრის ლიკვიდაცია. ხოლო კომენტარის გაკეთება იმათ ფანტაზიებზე, ვისთვისაც საკუთარ ქვეყანაში ბუნებრივი უბედურებებიც, მხოლოდ მორიგი საბაბია ანტირუსული ინსენუაციების, ვფიქრობთ ზედმეტია.

მარია ზახაროვას აღნიშნული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

 

 

თაიმერი

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობიდან“ მარტვილში მერობისთვის მამუკა დანელია იბრძოლებს
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია