რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საუბარია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის დისკუსიების ჩატარებას შეეხება.

ჟენევის დისკუსიების 62-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს ჩატარდა. რუსეთის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე მოსკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა თბილისიდან წამოსული “შემრიგებლური სიგნალები” პრაქტიკულ განზომილებაში გადაიზარდოს და საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით ე.წ. დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს.

“აღნიშნული ამოცანების აქტუალობა განპირობებულია ოფიციალური თბილისის მიერ თვითონ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ იმ პოლიტიკური ძალების აღიარებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “მეორე ფრონტის” გეგმას აყალიბებენ, ასევე ასევე საქართველოს კონსტიტუციაში NATO-სა და EU-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ არსებული დოქტრინული ჩანაწერის რეგულარული დასტურით, რაც ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტის შესაბამისად შენებით გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიNYT: დონალდ ტრამპის ზარი, რომელსაც ილონ მასკიც შეურთდა, ზელენსკისთვის დამაიმედებელი იყო
შემდეგი სტატიაპაკისტანში რკინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა