რუსეთი საქართველოს ნატოში შესვლის გამო კოლოსალური სამხედრო ხარჯებისთვის ემზადება

საქართველოს ნატოში შესვლა, რომელიც, თბილისის მოლოდინით 2021 წელს მოხდება, რუსეთისგან კოლოსალურ სამხედრო ხარჯებს მოითხოვს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს სურვილს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, უყურებს, როგორც პრობლემას, რომელიც თავდაცვის დამატებით ხარჯებს მოითხოვს – რუსული მედია წერს.
“ჩვენ თავდაცვითი სარტყელი სოჭთან ახლოს უნდა მოვაწყოთ” – კელინმა თქვა და დაამატა, რომ “დასახარჯი იქნება კოლოსალური რესურსი” და “ეს გარდაუვალია”. იგივე პრობლემა დადგება უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაშიც.
მიმდინარე წლის მაისის ბოლოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრი 2021 წელს გახდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ კიბოთია დაავადებული
შემდეგი სტატიაGoogle-ში სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ