რუსეთი საფრანგეთის პროექტს სირიაში დამკვირვებლების გაგზავნაზე მხარს არ დაუჭერს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2016 22:21

რუსეთი საფრანგეთის პროექტს სირიაში დამკვირვებლების გაგზავნაზე მხარს არ დაუჭერს

რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ დაუშვებს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღმოსავლეთ ალეპოში დამკვირვებლების გაგზავნას… ამის შესახებ, მან გაეროს უშიშროების საბჭოზე, საფრანგეთის ინიციატივის, აღმოსავლეთ ალეპოში გაეროს დამკვირვებლების გაგაზავნაზე, განხილვისას ისაუბრა.
,,ჩვენ ვთვლით, რომ რასაც ფრანგები გვთავაზობენ შეუსრულებადი და სახიფათოა. იდეა, რომ აღმოსავლეთ ალეპოში დაუყოვნებლივ განვათავსოთ მოუმზადებელი პერსონალი, მიგვიყვანს ტრაგედიამდე… ჩვენ ვშიშობთ პროვოკაციებზე, რომლებიც აუცილებლად კიდევ უფრო გააუარესებს სიტუაციას,, აცხადებს ჩურკინი.
ჩურკინის აზრით, რუსეთის მხარს არ დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ალეპოში გაეროს დამკვირვებლების განთავსებაზე, თუმცა მზადაა დისკუსიის შედეგად იქ მონიტორინგის ჟგუფის გაგზავნაზე თანხმობა მისცეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს და ნებისმიერი რეზოლუციის დაბლოკვა შეუძლია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 18, 2016 22:21

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics