რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც ხაზს უსვამს იმ დარტყმას, რომელსაც რეჟიმი იღებს – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, 25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ჰუმანიტარული დერეფანი შავი ზღვის გავლით უზრუნველყოს. მან ასევე განაცხადა ოდესის პორტის მიმდებარე ტერიტორიის განაღმვის აუცილებლობაზე, რომელიც უნდა აწარმოოს უკრაინამ.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რუსეთის მცდელობა, მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების სიმძიმის შემცირებას, ასევე ხაზს უსვამს იმ დარტყმაზე, რომელსაც სანქციები რუსეთის რეჟიმს აყენებს.

banner
წინა სტატიაშიმიკოლაევის მერის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქის საცხოვრებელი ზონა დაბომბეს
შემდეგი სტატიაანჯეი დუდა – პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი