„რუსეთი სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას გააგრძელებს“ – მედვედევი

„რუსეთი გააგრძელებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს. მედვედევის წერილი ცხინვალში რუსეთის რწმუნებულმა ალექსანდრე ჟუროვმა წაიკითხა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სამოკავშირეო ურთიერთობები და ინტეგრაცია რეგიონის პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ეკონომიკური განვითარებაზე დადებითად აისახება. სამხრეთ ოსეთის თვითმყოფადობა, მისი ტრადიციები და სულიერი საფუძვლები რუსეთში აღიქმება, როგორც ერთობლივი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი. ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი დახმარება აღმოვუჩინოთ სამხრეთ ოსეთს მისი სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და წინსვლაში“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: “ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დრო ამოიწურა, ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება: გავიმარჯვებთ სახელოვნად!
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: “ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს: ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება”