რუსეთი სამხედრო პოტენციალს კარგავს და ომში შესვენების აღება მოუწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი სამხედრო პოტენციალს კარგავს და ომში შესვენების აღება მოუწევს – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს და წერს რომ თუ რუსები შესვენებას აიღებენ უკრაინელებს კონტრშეტევებისთვის კარგი შანსი მიეცემათ.

ბრიტანელი სამხედრო და დაზვერვის ექსპერტები, რუსული არმიის ეფექტურობის შემცირებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან 400-ზე მეტი რუსი დაზვერვის ჯაშუშის გაძევებით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებითა და უკრაინელების ეფექტური მოქმედებებით.

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ს თავდაცვის უწყებაც. პენტაგონის განცხადებით რუსეთმა ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ვერცერთი ჰაიმარსის სისტემის განადგურება ვერ მოახერხა, რაც უკრაინას ფრონტის ხაზზე დამატებით უპირატესობას აძლევს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი დამნაშავედ ცნო