რუსეთი საკუთარი ეკონომიკის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 2.5 ტრილიონ რუბლს გამოყოფს

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის თქმით, რუსეთი საკუთარი ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო სანქციების სამიზნეა, 2.5 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს.

“საბოლოო ჯამში, ფინანსური მხარდაჭერის გეგმისთვის გამოყოფილია 2.5 ტრილიონ რუბლზე მეტი. გეგმა ბიუჯეტის ასიგნებებს, ეროვნული სიმდიდრის ფონდსა და ჩვენ მიერ დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს მოიცავს”. – ამბობს სილუანოვი.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ქვეყნის $640 მილიარდი დოლარის ღირებულების რეზერვებიდან ოქროსა და ვალუტაში, $300 მილიარდზე მეტი გაყინულია.

რუსეთს მზარდი ინფლაცია და ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ემუქრება. ასევე, ქვეყანა დეფოლტის რეალური რისკის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში დოლარში დენომინირებული სახელმწიფო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებში გადახდა ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში, თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ცნობილი მეთაური, მიშა “ჩეჩენი” მოკლეს