რუსეთი საკუთარ ძალთა უპირატესობასა და არტილერიას იყენებს, რათა თანდათან ტერიტორიები დაიპყროს სვეროდონეცკსა და მის შემოგარენში – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი საკუთარ ძალთა უპირატესობასა და არტილერიას იყენებს, რათა თანდათან ტერიტორიები დაიპყროს სვეროდონეცკსა და მის შემოგარენში. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, უკრაინაში განლაგებისთვის, რუსეთი მეტი საბრძოლო შენაერთების შექმნას აგრძელებს.

„ბოლო კვირებში რუსეთმა ზოგიერთი საბრძოლო ფორმირებიდან მესამე ბატალიონში განლაგებისთვის მზადება დაიწყო. რუსეთს, სავარაუდოდ, მოუწევს ახალწვეულებს ან მობილიზებულ რეზერვისტებს დაეყრდნოს, რათა ეს დანაყოფები უკრაინაში განათავსოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის სამივე ბატალიონის ერთდროულად განლაგება, სავარაუდოდ, ოპერაციების შემდეგ საბრძოლო ძალის აღდგენისთვის, ფორმირების გრძელვადიან შესაძლებლობებს შეამცირებს.

banner
წინა სტატიაში„დროასა“ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დასავლეთში მიემგზავრებიან სანქციების გასამყარებლად და ჩვენი ხალხის ნების საჩვენებლად – ხოშტარია
შემდეგი სტატიასევეროდონეცკთან, რუსმა ოკუპანტებმა, ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს