“რუსეთი საერთაშორისო სისტემით გათვალისწინებულ წესებს უგულვებელყოფს”

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივან, ფილიპ ჰამონდის განცხადებით, რუსეთის მიერ საერთაშორისო სისტემით გათვალისწინებული წესების დარღვევა ყველასთვის საფრთხე და გამოწვევაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ფილიპ ჰამონდმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ბევრ საკითხზე როგორიცაა, ტერორიზმთან ბრძოლა საერთო ხედვები არსებობს.

“რუსეთი უგულვებელყოფს საერთაშორისო სისტემით გათვალისწინებულ წესებს და ეს ყველასთვის საფრთხე და გამოწვევაა. ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობაში კონსტრუქციული როლი შესარულოს. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს და მრავალი მიმართულებით ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, მაგალითად, ისლამურ ტერორიზმთან დაკავშირებით. მჯერა, რომ რუსეთს გულწრფელად სურს ერაყსა და სიარიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება. ჩვენ შეგვიძლია ისეთ პარტნიორთან მოქმედება და თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო წესებს ემორჩილება” – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს
შემდეგი სტატია“ვიდრე ოკუპაციის წინაშე ვართ, ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა”