რუსეთი როცა საქართველოში შეიჭრა, ობამამ სხვა მიმართულებით გაიხედა – იან კელი

იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ტერიტორიის 20% დაიპყრო, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სხვა მიმართულებით გაიხედა და „გადატვირთვისკენ“ მოუწოდა.

“რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა მხრები აიჩეჩა და განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია, რადგან იქ რუსულად ლაპარაკობენ. ხოლო როდესაც რუსეთმა 2016 წელს პოლიტიკურ პარტიებზე მიიტანა ინტერნეტ-იერიში, ობამა დუმდა, ტრამპი კი რუს ჰაკერებს მოუწოდებდა გაეგრძელებინათ შეტევა.

“ამერიკა პრინციპებზეა დაფუძნებული; ამერიკა რომ შევინარჩუნოთ, ჩვენ ვეყრდნობით ჩვენი ლიდერების მიერ ამ პრინციპების პირუთვნელ დაცვას. როგორ გახდა “ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიე ეს კედელი”, “ბატონო პუტინო, ვნახოთ რას გადავწყვეტთ ყირიმზე?”- წერს იან კელი.

ამ ფონზე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს ჰელსინკში შეხვდებიან.

2 ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ორჯერ შეხვდნენ: 2017 წლის ივლისში ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტზე და იმავე წლის ნოემბერში „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე“ ვიეტნამში”, – წერს კელი.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : რუსულ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი არის კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე
შემდეგი სტატიათბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა – კალაძე