რუსეთი ზრდის წარმოების შესაძლებლობებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო ქარხნებს აშენებს. ამ დასკვნამდე „რადიო თავისუფლების“ პროექტის „სქემების“ (Схемы) ჟურნალისტები სატელიტური სურათების გაანალიზების საფუძველზე მივიდნენ.
მედიის ცნობით, ფოტოებში ასახულია იმ საწარმოო ტერიტორიებზე არსებული ცვლილებები, რომლებიც თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების საწარმოოდ და შესაკეთებლად, ასევე დრონებისა და რაკეტების ასაწყობად გამოიყენება.
ინფორმაცია მოცემულია ყაზანის და ირკუტსკის საავიაციო ქარხნების, ასევე ურალის სამოქალაქო ავიაციის ქარხნის და დუბნიანის მანქანათმშენებლობის ქარხნის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით.
სატელიტურ ფოტოებზე შედარებულია 2021 და 2023 წლებში ქარხნების ტერიტორიები. კადრების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორიები არაერთი ახალი ნაგებობებითაა შევსებული.