რუსეთი პენტაგონის ბრალდებას უარყოფს

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, პენტაგონის ბრალდება, სირიის ოპოზიციური ძალების რუსული ავიაციის მიერ დაბომბვის შესახებ, უარყო. “ობიექტი, რომელიც დაიბომბა, ტერიტორიიდან, რომელზეც აშშ აცხადებს, 300 კმ-შია” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკომ დღეს, 19 ივნისს – “დოიჩე ველე” წერს. მისივე განცხადებით, რუსები არსებული პროცედურების ფარგლებში მოქმედებდნენ და დასაბომბი მიზნების შესახებ წინასწარ იცოდნენ აშშ-ს კოალიციაში. ამასთავანე, მან განაცხადა, რომ აშშ-ს მათ კონტროლ ქვეშ არსებული ტერიტორიების მონაცემები არ გადაუცია რუსული მხარისთვის, რამაც რუსულ მხარეს დაზუსტებული მოქმედების საშუალება არ მისცა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენცია კონსტრუქტიული იყო.

banner
წინა სტატიაშიკოლორადოში, დედამ პუმას შვილი პირიდან გამოსტაცა
შემდეგი სტატიაორლანდოში სროლის მსხვერპლის დასაფლავების კორტეჟს ავტობომილი დაეჯახა