რუსეთი ფედერაციის აქტივების 40% ეკუთვნის 500 ყველაზე მდიდარს

კორონავისურის პანდემიის მიუხედავად რუსმა მილიარდელებმა საკუთარი აქტივები შესამჩვენად გაზარდეს.

მსოფლიო კეთილდღეობის ყოველწლიურ მოხსენებაში Global Wealth 2021, რომელიც 10 ივნისს გამოქვეყნდა და რომელსაც კონსალტინგური კომპანია Boston Consulting Group (BCG) ატარებს.  ნათქვამია, რომ 500 “სუპერ მდიდარი” რუსეთის მოქალაქე (ეს რუსეთის ზრდასრული მოსახლეობის ერთი მეათიათასედია) რუსი მოქალაქეების აქტივების 40%-ს ფლობენ, რაც ჯამში 640 მილიარდი დოლარს შეადგენს – “დოიჩე ველე” წერს.

ამდაგვარად, 100 მილიონ დოლარზე მეტი აქტივების მქონე ყველაზე მდიდარი ადამიანების სეგმენტი ოთხჯერ მეტია, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში (13%).

გასულ წელს მსოფლიში პირადი ქონება რეკორდულად გაიზარდა და 250 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 8,3%-ით მეტია. ეს გამოიწვია საფონდო ბირჟებზე მკვეთრმა რყევებმა და პირად დანაზოგის მკვეთრმა გაზრდამ.

Boston Consulting Group-ი ვარაუდობს, რომ უახლოესი ხუთი წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკა საგრძნობლად გაიზრდება. ამ პროცესის ლიდერები, დიდი ალბათობით იქნებიან ჩრდილოეთ ამერიკა, დასავლეთ ევროპა და აზია, იაპონიის გამოკლებით. 2025 წლისათვის ეს რეგიონები საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას 87%-ით გაიუმჯობესებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს
შემდეგი სტატიანინოწმინდის ბავშვებისთვის – პარლამენტთან აქცია დაანონსდა