რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს 2016 წელს 8,2 მილიარდ რუბლს გამოუყოფს

ტაბილრუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს 2016 წელს 8,2 მილიარდ რუბლს გამოუყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

“რუსეთი 2008 წლიდან აგრძელებს რესპუბლიკის დახმარებას. წელს ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 8,2 მილიარდი რუბლი, საიდანაც 3,6 მილიარდი – ეს არის საინვესტიციო პროგრამის ნაწილი, რომელიც 2017 წლის ჩათვლით არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დეფაქტო რესპუბლიკასთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება.

თავის მხრივ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკა რუსეთის დახმარებით აღდგენის პროცესს ასრულებს. “რუსეთის მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთში მშვიდობამ დაისადგურა. დღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელობისა და ხალხის მთავარი ამოცანაა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული სტაბილურობის შენარჩუნება”, – განაცხადა თიბილოვმა. ამავე დროს, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცხინვალისთვის “გარე აგრესიისგან დაცვის” საკითხი პრიორიტეტულია.

banner
წინა სტატიაშიარქიტექტორი ზაჰა ჰადიდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაThe Times: თურქი მესაზღვრეები სირიელ ლტოლვილებს კლავენ