„რუსეთი ოკუპანტია!“ – საოკუპაციო ხაზთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

„რუსეთი ოკუპანტია!“ – ამ სახელწოდების გამაფრთხილებელი აქცია დღეს საოკუპაციო ხაზთან გაიმართება.

აქტივისტები სოფელ ქერეში ჩავლენ და საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ქერედან ორი დღის წინ გატაცებული აკაკი მისირელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

24 საათიანი გამაფრთხილებელი აქცია საღამომდე გაგრძელდება.

მომდევნო ეტაპი უკვე რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების ბლოკირება იქნება.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით და მის მიერ გატარებული პოლიტიკით