რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ სხვა საკითხია, როცა აისბერგი გეჯახება, როგორც გემის კაპიტანი აკეთებ რაიმე მანევრს, თუ პირდაპირ, მთელი სისწრაფით ასკდები?! – ციხელაშვილი

რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ სხვა საკითხია, როცა აისბერგი გეჯახება, როგორც გემის კაპიტანი აკეთებ რაიმე მანევრს, თუ პირდაპირ, მთელი სისწრაფით ასკდები?! – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდა და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მან აგვისტოს ომთან დაკავშირები ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთი,“ – აღნიშნა ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივის მისაგებად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს
შემდეგი სტატია“დადგა დრო და ვიმოქმედოთ დიპლომატიური მექანიზმებით”