რუსეთი ნადია სავჩენკოს ექსტრადირებისთვის კიევს ულტიმატუმს უყენებს

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენრუსეთი ნადია სავჩენკოს ექსტრადირებისთვის კიევს ულტიმატუმს უყენებს. გასამართლებულ პილოტს მოსკოვი უკრაინულ მხარეს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ იუსტიციის სამინისტრო გარანტიებს წარადგენს, რომ ნადია სავჩენკო რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ სასჯელს სამშობლოში სრულად მოიხდის.

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა ნადია სავჩენკოს უკრაინაში ექსტრადირებაზე მუშაობა უკვე დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს. სასჯელაღსრულების სამსახურში აცხადებენ, რომ მასალები სასამართლოში გადაიგზავნება, რომელმაც სავჩენკოს უკრაინაში ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიდალილა დევაძის ბუდაპეშტური სტუდენტური დღიურები
შემდეგი სტატიაბობოყვათის სკოლის ყოფილ შენობაში უკანონოდ შეჭრილები პოლიციამ გამოასახლა